ახალი კორონავირუსი საქართველოში

რიჟვაძე: ზღვის წყალი ვირუსის გადამტანი არაა, ხალხი დისტანციას უსაფრთხოებისთვის დაიცავს

უკვე 1 კვირაა, აჭარაში არ ვლინდება კორონავირუსის ახალი შემთხვევა, დღეში კეთდება დაახლოებით 300 ტესტი. ეს გვაძლევს საშუალებას, შევამსუბუქოთ შეზღუდვები და გავხსნათ ქობულეთის რამდენიმე ჩაკეტილი სოფელი.

ზღვის წყალი არ არის ვირუსის გადამტანი, ეს ძალიან საიმედო პროგნოზია. რაც შეეხება დისტანციას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეეცდებიან დისტანციის დაცვას. რბილი ზედამხედველობის ფარგლებში ამას დავაკვირდებით.

თქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის გახსნის გეგმის პრეზენტაციის შემდეგ.

კომენტარები