კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ქობულეთის კლასტერი დავხურეთ, 10 დღეა, იქ ინფექცია აღარ გვაქვს

ყოველდღიური გამოჯანმრთელების რიცხვი აჭარბებს ყოველდღიური ინფიცირების რიცხვს. ასევე, როცა გაანალიზდა3 თვის ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ჭარბსიკვდილიანობა, რაც იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთშია კოვიდის ხარჯზე, საქართველოში არ გვაქვს. გარკვეულად, ოდნავ გვაძლევს ოპტიმიზმის კიდევ მეტ საფუძველს. 

არის კიდევ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი, რომ ჩვენ გრიპის საყრდენ ბაზებზე კოვიდი არ აღმოვაჩინეთ, ასევე, გუშინ და გუშინწინ მარნეულში, სადაც ძალიან ვფრთხილობდით, 670 ადამიანი გამოვიკვლიეთ და მარტო 1 ინფიცირებული აღმოჩნდა. ქობულეთის კლასტერი დავხურეთ, დაახლოებით 10 დღეა, იქ ინფექცია აღარ გვაქვს. ასევე, ღვანკითიც. რასაც ვაკვირდებუთ, თითქოს ისეთი ინტენსივობით აღარ ცირკულირებს ინფექცია, რაც მთავარია, 4-ჯერ გაზრდილი ტესტირების ფონზე. რაღაც ინდიკატორები არის, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ოდნავ დამშვიდებისკენ მიდის სიტუაცია. მაგრამ არავიტარ შემთხვევაში არ უნდა გავთამადეთ და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ უკვე დავამარცხეთ კოვიდი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცემტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ტელეკომპანია პირველტან საუბარში

კომენტარები