მიხეილ სააკაშვილი

დუმბაძე: სააკაშვილის ძალა, უნარი, არამარტო უკრაინას - საქართველოს, მსოფლიოს გამოადგება

მიხეილ სააკაშვილი სადაც იქნება, იქ აკეთებს საქმეს. ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ საშუალოდ, ზოგჯერ ცუდად, ზოგჯერ უარესად. მაგრამ ის აკეთებს, ის მოძრაობს, მუდმივად ფორმაშია, ის არ გაჩერდება, დინამიკაშია. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი იმოქმედებს, ის მსოფლიომ აღიარა, როგორც რეფორმატორი. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალა, მისი შესაძლებლობები, უნარი, არამარტო უკრაინას, ისევ საქართველოს, მსოფლიოს გამოადგება

თქვა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" ლიდერმა მურმან დუმბაძემ ტვ პირველის ეთერში. საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმატორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.

კომენტარები