საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

დეკანოზი საბა: მასონებს, ბილ გეიტსს მსოფლიო მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირება სურთ

მე ვთვლი, რომ მილიარდერების და მასონური ძალების, ჩვენი სამყაროს ჩრდილოვანი მმართველების მიზანია - ეს გაჟღერებულიც აქვთ ბილ ბეიტსს და მისნაირებს, რომ მათ სურთ მსოფლიოს მოსახლეობის შემცირება 1 მილიარდამდე. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიარდი ადამიანი უნდა მოიშორონ მათ თავიდან, რომ 1 მილიარდამდე ჩამოვიდნენ. მე ვფიქრობ და ვეთანხმები იმ მოსაზრებებს, რომელიც ისმის სოციალურ ქსელებში, რომ მათთვის ეს იარაღი იქნება COVID 19, რომელიც გავრცელებულია და სულაც არ არის ძალიან ლეტალური - ვაქცინა, რომელიც შემოვა მის სამკურნალოდ, ამით მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის მოკვდინება. მე ვფიქრობ, აუცილებელ ფორმასაც მისცემენ ამას და მეც გავიმეორებ, არავის ვურჩევდი ვაქცინაციას COVID 19-ის საწინააღმდეგოდ.

თქვა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ პალიტრის ეთერში. შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინაციამ 2010-დან 2015 წლამდე სიკვდილისგან დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იხსნა.

კომენტარები