8 მარტის შეთანხმება

მარგველაშვილი: ხელისუფლება საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა

სამწუხაროდ, ხელისუფლება ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად. მე მგონია, რომ არაფერს ახალს და ორიგინალურს არ ვამბობ, იმიტომ, რომ ამ თაღლითობას ხედავენ არამარტო საქართველოში, არამედ ეს არის სტილი, რომელზეც არაერთხელ სხვადასხვა ფორმით მიგვითითეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ჩვენს პარტნიორებს ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ ეს არის თაღლითების ერი. ამისთვის უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც მოსახდენია

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების საკითხზე ისაუბრა. საუბარია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებაზე

კომენტარები