პოლიტპატიმრების საკითხი

თინა ხიდაშელი: ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით, გიგი უგულავა დღეს არის პოლიტპატიმარი

რა თქმა უნდა, დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და უპირველეს ყოვლისა, ასეთი არის გიგი უგულავა, იმის მიუხედავად, რა აზრის ვიყავი და ვრჩები მისი, როგორც მერის საქმიანობასთან დაკავშირებით - მე, თინა ხიდაშელი იმ დროის საკრებულოს წევრი ვარ, როდესაც ის იყო თბილისის მერი. მგონია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმით იყო დაკავებული კორუფციასთან მიმართებით, ის გასამართლდა ამისთვის. ავად, კარგად, ვიღაც თვლის, რომ ცოტა ჰქონდა სასჯელი, ვიღაც თვლის, რომ ბევრი ჰქონდა - ეს შეიძლება, მუდმივად დავის საგნად დარჩეს. კი ბატონო, ამაზე ვიდაოთ, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცები რაღაცებს თვლიან, ახალი განაჩენები არ დგება და ახალი განაჩენები არ დგება საარჩევნო წელს მაინცდამაინც თაროზე შემოდებული საქმით. 

შემიძლია, დოქტორანტურა დავიცვა იმ თემაზე, რას ნიშნავს პოლიპატიმარი. ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით, რომლითაც ადამიანებს ამ სტატუსს ანიჭებენ ხოლმე, გიგი უგულავა დღეს არის პოლიტპატიმარი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საუბრობს ევროპული საქართველოს გენერალურ მდივანზე, გიგი უგულავაზე, რომელსაც 2019 წლის დეკემბერში, საპროტესტო აქციების ფონზე, საქმეზე, რომელსაც სასჯელი მოხდილი ჰქონდა, კიდევ ერთხელ შეუფარდეს პატიმრობა. ხიდაშელმა ამის შესახებ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები