საკონსტიტუციო ცვლილებები

ბოკერია: ცვლილებების ჩაგდება რაში უნდა გვაწყობდეს?! - ჩვენ გვინდოდა პროპორციული არჩევნები

რაში უნდა გვაწყობდეს?! - ჩვენ გვინდოდა პროპორციული არჩევნები. თავის დროზე, მთელ საზოგადოების და, მათ შორის, "ევროპული საქართველოს" ინიციატივა იყო, სწორედ ამ მოთხოვნის დაყენება, როგორც მთავარი მოთხოვნის. ჩვენ და მთელ საზოგადოებას დაგვპირდა და გადაგვადგო ივანიშვილმა. ჩვენს ინტერესებში რატომ არის? ჩვენ მივედით, ხმა მივეცით. ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს.

შეთანხმება იყო ორ ნაწილიანი - ამას ვამბობთ ჩვენ, და ყველა მედიატორი. შეთანხმება ან სრულდება, ან არა. თუ სრულდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივალთ და მივცემთ ხმას. მაშინ, შედარებით ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება ავტომატურად დაბრუნდება და ბოიკოტიც შეწყდება. თუ არ სრულდება, რა თქმა უნდა ბოიკოტი გრძელდება. მაშინ თავიდანვე შევუთანხმდებოდით მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე, ეს ხომ პრინციპის საკითხია - არა ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის ან პარტიებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. თუ ეს კაცი ჩათვლის ამ არჩევნების წინ, რომ ანგარიშვალდებული საერთოდ არ არის, შეუძლია ერთი რამე თქვას, მეორე გააკეთოს და ყველა ვარიანტში გაუვა, კიდევ მეტს დააშავებს, ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებს.

ჩვენ გვსურს ის კი არა, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი საშინლად მოიქცეს, როგორც ახლა იქცევიან და მერე დაისაჯონ მწარედ, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც მოხდება, დიდი ალბათობით, ჩვენ გვსურს, რომ გონს მოეგოს და შედარებით, არსებითად უფრო ნორმალური ვითარება გვქონდეს და ამ ვითარებაში ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, ვის ენდობა. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია რუსთავი ორის ეთერში პასუხობს ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებას, რომ თითქოს ოპოზიციას აწყობს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება.

კომენტარები