8 მარტის შეთანხმება

ვაშაძე: ოპოზიცია ერთიანია - არ მისცემს ხმას ცვლილებებს პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე

ოპოზიცია არის აბსოლტურად ერთიანი საკუთარ პოზიციებში. ორივე საკითხი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება - ეს არის შეთანხმება, რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით იქნა მიღწეული და აუცილებლად უნდა შესრულდეს.

არ იქნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე.

ეს არის ის, რასაც მხარს უჭერს ჩვენი პარტნიორები აშშ-დან და ევროკავშირიდან უმაღლეს დონეზე და უმაღლეს რანგზე. პირველად, მათ რიტორიკაში უკვე შემოვიდა პოლიტპატიმრების ღიად დასახელების საკითხი.

უნდა ეს ქართულ ოცნებას თუ არა, რაც უფრო არასწორ და თაღლითურ ნაბიჯებს გადადგამს, მით უფრო მკაცრი იქნება შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

მათ უნდათ ძლიერი პარტნიორი ამ რეგიონში საქართველოს სახით, მითუმეტეს, ამ უმძიმესი კრიზისის დროს, ისინი არ დაუშვებენ დემოკრატიის ხელყოფას არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, შეთანხმება უნდა შესრულდეს

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე ლეიბორისტულ ოფისში, ოპოზიციის შეხვედრაზე.

კომენტარები