კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პლაზმით მკურნალობას ფართომასშტაბიანი გამოყენება ვერ ექნება, რესურსი შეზღუდულია

პლაზმით მკურნალობის პრინციპი მედიცინაში არახალია, ანუ ის სხვადასხვა დაავადების დროს არის გამოყენებული. ებოლას მწვავე ფორმების მკურნალობისთვსი გამოიყენებოდა.

ეს არ არის ფართოდ გამოყენებადი მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ თქვენ გამოიყენოთ 100, 200, 1000, 2000 და 3000 ავადმყოფზე, თუ ასეთი გეყოლებათ. ეს არის მთელ რიგ შემთხვევებში და მას აქვს ჩვენებები, როდის უნდა გამოიყენო მძიმე ავადმყოფებში. მე როგორც ვიცი, საქართველოში ეს მეთოდი დამუშავებულია თენგიზ ცერცვაძის ჯგუფის ხელმძღვანელობით და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, უკვე ერთ ავადმყოფზე ეს წარმატებით არის ჩატარებული. შესაძლებელია, ეს პროტოკოლში შევიდეს და ალბათ, უნდა შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მეთოდი, სხვა მეთოდებთან ერთად, კოვიდ-19-ის სამკურნალოდ, მაგრამ მას ვერ ექნება ფართომასშტაბიანი გამოყენება იმიტომ, რომ რესურსები შეზღუდულია.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, კორონავირუსის მქონე პაციენტების გამოჯანმრთელებულის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდზე საუბრისას.

კომენტარები