ვოლსკი გალერზე: უცნაური განცხადებაა, თუნდაც ენმ-ის პარტიული და პიროვნული მხარდამჭერისაგან

უცნაური განცხადებაა, რაც მოვისმინეთ, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის აშკარა მხარდამჭერისაგან, პარტიული, პიროვნული მხარდამჭერისაგან. ვინაიდან მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მასალები უნდა შეისწავლოს და თუკი რაიმე პრინციპული პოზიციაა აქ, უნდა სამართლებრივი გზით დაიცვას იგი.

იყო ასეთივე განცხადებები, არანაკლები, ხისტი, პრინციპული, როდესაც ჩვენ ვმსჯელობდით რუსთავი2-ის თემაზე პოლიტიკურ ასპარეზზე და, მეორე მხრივ, სამართლებრივი ხაზი განვითარდა ისე, რომ სტრასბურგმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის იმ მოწოდებებისაგან, რაც ჰქონდათ სახალხო პარტიის წარმომადგენლებს იმ პერიოდში.

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის (CDU/EPP) განცხადებაზე. გალერი წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან და ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ვოლსკის ამ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები