კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: დიდი იმედი გვაქვს, ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი იქნება შედარებით მშვიდი

არ ველოდებით იმას, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შედარებით სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს და თუ ჩვენ ზამთრისთვის არ გვექნა ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება, თუ ჩვენ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკვე ზამთრისთვის იყოს მზად, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება.

ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე რაღაც საფრთხეს

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე შეკითხვას, ელოდებიან თუ არა სექტემბერში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღას და არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ სასწავლო პროცესი ვერც სექტემბერში განახლდეს.

კომენტარები