კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: წინასწარ არანაირ პირობას არ ვიძლევით, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება შეზღუდვები

22 მაისამდე ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებთ. ვინაიდან, გვაქვს რამდენიმე დღე დაკვირვებისთვის, ჩვენ წინასწარ არ ვიძლევით არანაირ პირობას იმისას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, თუმცა დაკვირვება გრძელდება და თუ ჩვენ 3-4 დღის განმავლობაში გვექნება სრულიად თავისუფალი დღე ინფიცირებული პაციენტებისგან, მერე გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საკარანტინო ღონისძიებების სრულ მოხსნაზე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე იმედის ეთერში. საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 22 მაისს იწურეა.

კომენტარები