8 მარტის შეთანხმება

ნონიაშვილი: თვითგვემა, რომ "გადაგვაგდეს" არასერიოზული და პრაგმატულობისგან დაცლილია

თვითგვემა რომ "გადაგვაგდეს, მოგვატყუეს, დაგვიკიდეს..." (მითუმეტეს, იმის თქმა რომ "ჩვენ/თქვენ ვერ ვიყავით საკმარისად კარგები, რომ მოვტყუვდით") არასერიოზული, არამომგებიანი და პრაგმატულობისგან დაცლილია. ეს თვითგვემა არც პოლიტიკური აქტორების მხარდაჭერას გაზრდის. პირიქით.
ამ თვითგვემის პროდუქტია იმის თქმა, რომ "ახლა მცირეს მაინც დავთანხმდეთ, სანამ ეს მცირეც არ დავკარგეთ".

ბოლო 11 თვეა, ხელისუფლება იძულებულია, იმ დღის წესრიგს ვერ გაცდეს, რაც ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ წარუდგინა. ცხადია, ცდილობს არაჯანსაღი ძალაუფლება შეინარჩუნოს და არ დათმოს. ამისთვის ყველაფერს კადრულობს, მაგრამ მაინც ამ გალიაშია გამოკეტილი.

არანაირ დათმობებზე წასვლა არ არის საჭირო. კონტექსტი არის შეუსაბამო. ხელისუფლება დასავლეთს კუთხეში ჰყავს მიყენებული. ქვეყნის შიგნითაც, ხელისუფლება ახლა არ არის იმ მდგომარეობაში რომ ბოლომდე გააგრძელოს ცირკი. ხალხის კონსესუსია სამართლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია.

ხელისუფლება ან ასრულებს პირობებს სრულად, ან არ ასრულებს სრულად და თავს იქცევს სრულ იზოლაციაში, რაც კი ვიცით როგორც მთავრდება მალევე.

იურისტი გიორგი ნონიაშვილი 8 მარტის შეთახმების, ხელისუფლების ნაბიჯებისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების მხარდაჭერაზე მიმდინარე დისკუსიის შესახებ

კომენტარები