მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

გახარია: ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს, ძლიერ ქვეყანას

ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვაქციოთ შესაძლებლობლად, არამხოლოდ ტურიზმში, არამედ სოფლის მეურნეობაშიც. მოგეხსენებათ სოფელზე და ფერმერზე ზრუნვის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არათუ მნიშვნელოვანია, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის აგრო-სასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი სოფელი ნიშნავს, ძლიერ ქვეყანას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად ჩვენ უფრო და უფრო შეგვეძლოს არამხოლოდ მოწოდება, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქცია, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა. რამეთუ ისინი უნდა იყვნენ ჩვენი აგრო-სასურსათო ბაზრების დახლებზე და ესეთი პროდუქციის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რაც ქვეყანას ჭირდება.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები