თურნავა: უკვე მოზიდული გვაქვს 3,5 მილიარდი საერთაშორისო დახმარება, არანაირი საფრთხე აქ არაა

საქართველოს მთავრობას აქვს უკვე მოზიდული 3,5 მილიარდი საერთაშორისო დახმარება, მთლიანობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიდან. მათ შორის მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა და რა თქმა უნდა, ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი როლის აქვს ამაში. ეს არის მთლიანობაში დახმარება ქართველ ხალხს.

ეს დახმარება ჩვენ მოვიზიდეთ უკვე და პრაქტიკულად ეს არის დასრულებული საკითხი, სწორედ იმის გამო, რომ საქართველო განუხრელად, მთელი ამ ბოლო წლების მანძილზე, მიჰყვებოდა რეფორმების კურსს. იმის გამო, რომ საქართველო ბევრ პოზიციაში არის ნომერ პირველი რეფორმატორი და მუდმივად ლიდერობს სხვადასხვა რეფორმების თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგებში, შესაძლებელი გახდა ასეთი მოცულობითი საერთაშორისო დახმარების, ასე სწრაფ პერიდოში მოზიდვა.

ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ვახორციელებთ დღეს სხვადასხვა ღონისძიებას ჯანდაცვის სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მოსახლეობას ვეხმარებით ჩვენ, მათ შორის, ამ რესურსითაც ვხელმძღვანელობთ. აქედან გამომდინარე არანაირი საფრთხე აქ არ არის, პირიქით, სწორედ იმიტომ გახდა ეს შესაძლებელი, რომ ჩვენ ამ წლების მანძილზე ვახორციელებდით რეფორმებს, მათ შორის სასამართლოს სისტემის რეფორმას.

სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ არცერთი მთავრობა და არცერთი პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა სასამართლოს მსვლელობაში და სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ეს არის ევროპული ღირებულებები, რომელთა ერთგულებიც ჩვენ ვართ და ამის გამო განიხილება სწორედ, მათ შორის, საქართველოს დახმარება.

 

ეკონომიკის მინისტრი ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე დასმულ კითხვას პასუხობს. სადაც კუბილიუსმა საქართველოსთვის გამოსაყოფ დახმარებაზე ისაუბრა. საუბარია, 500 მილიონ ევროზე. კუბილიუსის განცხადებით, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.
მოკლე ბმული: