ეს ხალხი [მმართველი გუნდი] ჯერ იტყუებოდა, არც კი გვილაპარაკია ამ თემაზეო. შემდეგ თქვეს, განხილული იყო, ოღონდ ვუხსნიდით, რომ არ ვთანხმდებოდითო. რომ ჩაწერე იქ, რეაგირება უნდა მოხდეს ძველ საქმეებზე და მომავალში აღარ განმეორდეს საქმეები, რომლებიც ტოვებს პოლიტიკური ჩარევის შთაბეჭდილებას, აბა რა საქმეებზე იყო ლაპარაკი?
ნელსონ მანდელა გარდაცვლილია, ვისზე უნდა ყოფილიყო ლაპარაკი, თუ არა ამ ხალხზე? ყველას ესმის ეს, დიპლომატიური პროტოკოლია, რომ გვარები არ ჩაწერილა.
საუბარი მხოლოდ გვარებზე იყო. ბოლოს წინააღმდეგობა იმიტომ გაიწელა, მოლაპარაკებები იყო ოთხ ადამიანზე - ბატონი თამლიანი, უგულავა, რურუა, ოქრუაშვილი.
აქ [მართლმსაჯულებაში] ჩარევა კი არ ხდება, ჩარევის განეიტრალებაზეა ლაპარაკი. თქვენ გგონიათ, თავისუფალი სამყაროდან ვინმე მოუწოდებს, ჩაერიეთ სასამართლოშიო? ყველამ იცის, რომ ერევიან და როგორც ჩაერიე, ისე გამოასწორეო.