კობახიძე: სამწუხაროდ, საზოგადოების ყურადღება სამედიცინოდან პოლიტ. ვირუსისკენ მივმართეთ

სამწუხაროა, რომ დროებით იძულებულები ვართ საზოგადოების ყურადღება სამედიცინო ვირუსიდან პოლიტიკური ვირუსისკენ მივაპყროთ. დღეს საზოგადოების მთავარი ინტერესი სამედიცინო ვირუსის დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა [...] სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ, შემოდგომაზე, პოლიტიკურ ვირუსსაც ასეთივე წარმატებით დავამარცხებთ

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების ოფისში საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე, რომელიც ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების შეწყალების აქტის გამოცემას მოჰყვა.

კომენტარები