კორონავირუსი

იმნაძე: ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არსებობს, მაგის არ სჯერათ

ბევრი სხვადასხვა ცენტრი არის მსოფლიოში, რომელიც ამზადებს ვაქცინას, უკვე მზადაც აქვთ და გამოცდაც მიმდინარეობს. მოგეხსნებათ, გამოცდის სხვადასხვა ფაზაა, პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არა მგონია, ვაქცინა რეალურად გამოჩნდეს მსოფლიო ბაზარზე ზამთარზე ადრე. არ მგონია, ეფექტიანი ვაქცინა მანამდე ხელმისაწვდომი იყოს. ეფექტიანი წამალი შეიძლება უფრო ადრე გვქონდეს...

ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არსებობს, მაგის არ სჯერათ. ვირუსი არის, არ გამქრალა არსად. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სეზონი დადგება რესპირაციული დაავადებების, დიდი მოლოდინია, რომ ვირუსი შემობრუნდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ტვ იმედის ეთერში კორონავირუსის ვაქცინაზე და გავრცელებაზე საუბრობს.

კომენტარები