პოლიტპატიმრების გათავისუფლება

იონათამიშვილი პრეზიდენტის შეწყალებაზე: ჩვენ შორის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს

ჩვენ შორის არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა. მე ვფიქრობ, სამართლიანობის დაცვა მოითხოვს იმას, რომ განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური და სოციალური სტატუსისა, დანაშაულის ჩამდენმა პირმა, პროპორციულად და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი დანაშაულზე. რაც შეეხება ოპოზიციის ამ ნაწილს, მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც რამე ფორმულა ბუნებაში, რომლის პირობებშიც არჩევნებში წარმატებას მიაღწევს

ამბობს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ, 15 მაისს, შეიწყალა.

კომენტარები