საარჩევნო შეთანხმება

სუბარი შეწყალებაზე: არათუ მოულოდნელი იყო, განცდა საერთოდ არ მქონია, რომ შეიძლება მომხდარიყო

ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ რაიმე სერიოზული არეულობა შეიძლება მოჰყოლოდა არშეწყალებას და რომ ამ ორ ადამიანს მოეხადა სასჯელი. თუმცა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა და მან ძალიან მკაფიოდ განმარტა, რით იყო განპირობებული, დასაბუთებული მისი ეს გადაწყვეტილება. [...] ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რაღაც ისეთ ჩიხში შევიდოდით, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნებოდა.

რამ მიაღებინა გადაწყვეტილება, განმარტა. საერთაშორიო გამოხმაურებაც იქნებოდა ალბათ ერთ-ერთი საფუძველი. მმართველ გუნდთან წინასწარ შეთანხმებაზე შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, მაგალითად ჩემი ისტორია. ჩავრთე, მეხუთე წუთი იყო უკვე მიდიოდა გადაცემა და რამდენიმე წინადადებაში ჯერ ნათქვამი არ ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეწყალებისკენ მიდიოდა საუბარი. რამდენიმე ჩემმა თანაგუნდელმა ზუსტად იგივე მითხრა. 100%-ით გიდასტურებთ, რომ არათუ მოულოდნელი იყო, განცდა საერთოდ არ მქონია, რომ იმ დღეს მსგავსი რამე შეიძლება მომხდარიყო. 

მე არ ვიტყვი, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, შეიძლება შეცდომა იყოს და ეს გამოჩნდეს ცოტა ხანში, მაგრამ გამბედაობა ამას ნამდვილად უნდოდა. მე ვერ მაიძულებდა ვერანაირი ძალა, ზუსტად იმიტომ, რომ შემეშინდებოდა ხალხის რისხვის და ქალბატონ სალომეს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ამის არ ეშინია ხოლმე. მაშინაც კი, როცა მე ძალიან არ ვეთანხმები მის გადაწყვეტილებებს და ასეთიც ბევრი ყოფილა - თუნდაც, სხვა შეწყალებები.

ამბობს პრემიერმინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი იმედთან ინტერვიუში. გუშინ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

კომენტარები