17 მაისი

მშვენიერაძე: ანძის თურქმენეთის დროშისფრად განათება დემოკრატიის, დასავლეთის დაცინვაა

აბა თუ იცით, რა არის ის ეროვნული დღესასწაული, რომელსაც თურქმენეთი ზეიმობს და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საქართველოც უნდა შევუერთდეთ?

თურქმენეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორესათან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფოა, თურმე "კონსტიტუციის და დროშის დღეს" აღნიშნავს. ოღონდ არა 17, არამედ 18 მაისს. შესაბამისად, სამყაროსთვის ეს იმოდენა მასშტაბის და მნიშვნელობის დღედ მიიჩნია ბატონმა კალაძემ, რომ წინა დღით ვიწყებთ მის აღნიშვნას, ჩვენი დემოკრატიით გაოცებულმა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ არ დაგვასწროს.

ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალზმისადმი, დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებებისადმი.

დაწერა იურისტმა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ ფეისბუქზე. ლგბტქ აქტივისტები მერიას სთხოვდნენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტქ დროშის ფერებში გაენათებინა, თუმცა, ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება, "მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით".

კომენტარები