საარჩევნო შეთანხმება

ოქრუაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილების I მოსმენამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია

პირველ მოსმენამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია, მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველას გაცნობიერებული აქვს. მეორე: ამ [ლეიბორისტული პარტიის] ოფისში ძალიან ბევრი თვეა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ბევრი ადამიანი იკრიბება, რაც ნიშანია იმისა, რომ ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდა მათ როლს ქვეყნის ცხოვრებაში. მიდგომამ "ძალა ერთობაშია" მოიტანა 8 მარტის შეთანხმება, "ძალა ერთობაშიამ" მოიტანა გიგი უგულავას და ჩემი გათავისუფლება, ძალა ერთობაშია მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ხელისუფლების ცვლილებას.

თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა ლეიბოსირტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების დაწყებამდე. ოპოზიციის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა 15 მაისს პოლიტპატიმრები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის აუცილებლად მიიჩნევა გიორგი რურუას გათავისუფლებასაც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები