ივანიშვილი ბატონ გიორგი რურუას ციხიდან თუ არ გამოუშვებს, მისი პირადი ტყვეობიდან, ეს შეთანხმება მაინც არ აღსრულდება. ოპოზიციური პარტიები მხარს არ დავუჭერთ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესშივე არის, რომ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა, გაათავისუფლოს. ამ შემთხვევაში მას არ დასჭირდება სალომე ზურაბიშვილი. მას მხოლოდ დასჭირდება, მე ვფიქრობ, მორჩილი ირაკლი შოთაძე.
საარჩევნო შეთანხმება
მელია: თუ ივანიშვილი რურუას ციხიდან არ გამოუშვებს, 8 მარტის შეთანხმება არ აღსრულდება
tbl.ge/4r6u
დაკოპირდა
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ლეიბოსირტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების დაწყებამდე. ოპოზიციის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა 15 მაისს პოლიტპატიმრები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის აუცილებლად მიიჩნევა გიორგი რურუას გათავისუფლებასაც, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: გერმანიის ელჩის განცხადებამ საბოლოო წერტილი დაუსვა ოპოზიციის მანიპულაციებს
- გერმანიის ელჩი: რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის
- დეგნანი: ახლა ყველას სურვილია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს
- მდინარაძე: ჩვენთან ყველაფერი გარკვეულია, 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს
- კობახიძე: სამართლიანობა 2-3 არაობიექტური წერილისგან შექმნილ დისკომფორტზე მნიშვნელოვანია