არჩევნები 2020

ოქრუაშვილი: აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, არ გამოვრიცხავ, რომ - გორში

ერთმნიშვნელოვნად საერთო კანდიდატებით წარვსდგებით მაჟორიტარულ ოლქებში, დარწმუნებული ვარ ამაში. დღევანდელი გადმოსახედიდან პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას აუცილებლად ექნება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების სტრატეგია... 

...კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ არის, ჯერ არის - პარტიებს რა ინიციატივები გააჩნიათ.

აუცილებლად, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. არ გამოვრიცხავ [გორში ვიყო], არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ.

მე დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ნებაყოფლობით. ამას მოითხოვს განსაკუთრებული ხასიათი ამ არჩევნებზე ბრძოლის

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები