ბერძენიშვილი: დაინტერესებულები ვართ, მოხდეს კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებში

ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მოხდეს კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებში, უბრალოდ, ამის საბოლოო გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით, ნამდვილად 30 ოლქი გვექნება, თუ არა და იმედი მაქვს, ასე იქნება. პარტიების ერთი ნაწილი მიიღებს კოორდინაციაში მონაწილეობას სრულად, შესაძლოა, აღმოჩნდეს ისეთი პარტიებიც, რომლებიც ნაწილობრივ კოორდინაციაში მიიღებენ მონაწილეობას, ან არ მიიღებენ. მთავარი და არსებითი არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან ექნებათ სათანამშრომლო, არაკონფრონტაციული განწყობა და სხვადასხვა ფრონტით, ბევრი ფლანგით შევუტევთ ხელისუფლებას და იმედი მაქვს, არჩევანი იქნება პროდასავლური ოპოზიციის მხარეს 

რესპუბლიკური პარტიის ერთერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. ბერძენიშვილის თქმით, ამ დროისთვის არ ყოფილა საუბარი იმაზე, თუ ვინ იყრის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს მისი პარტიიდან, ვინაიდან "ეს არ არის პერსონალური საკითხი".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები