არჩევნები 2020

ბოკუჩავა: რურუას გათავისუფლება არის პრინციპული მნიშვნელობის სრული ოპოზიციური ერთობისთვის

ბუნებრივია, დღეს საუბარი ძირითადად იყო გიორგი რურუას საკითხზე, იცით, რომ მოლაპარაკება ეხებოდა სწორედ გიორგი რურუას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს. ოქრუაშვილი და უგულავა დღეს უკვე შემოეურთდნენ ოპოზიციურ ერთობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, თუმცა, პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებაც არის პრინციპული მნიშვნელობის სრული ოპოზიციური ერთობისთვის, იმისთვის, რომ შემდგომ, იმ პარტიებმა, რომლებიც ვართ პარლამენტში, შევძლოთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გადაგვიყვანს უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

თუ არ მოხდება გიორგი რურუას გათავისუფლება, წარსულშიც ამას ვამბობდით და შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რომ ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული და ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელსაც იზიარებს ოპოზიციური ერთობა, რომ ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს, სრულად უნდა შესრულდეს, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ერთხელ და სამუდამოდ კონსენსუსზე დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება

ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩაბა ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები