ევროპული საქართველო

ბოკერია: 20 ივნისის აღნიშვნა ყველა შემთხვევაში მოხდება ამა თუ იმ ფორმით

20 ივნისი იმ ტიპის თარიღია, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის იქნება შესაფერისი. 20 ივნისს ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი ჩვენი მთავარი მტრის, პუტინის აგრესიას და ჩვენი ხელისუფლების მინიმუმ უპასუხისმგებლობას და დაიცვა საქართველოს ინტერესები. ამიტომ, ამ თარიღის აღნიშვნა მოხდება ამა თუ იმ ფორმით

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. 2019 წლის 20 ივნისს მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია, რის შედეგადაც დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე. რეზინის ტყვიის სროლის შედეგად თვალი დაკარგა სამმა ადამიანმა, მხედველობა 6-მა.

კომენტარები