არჩევნები 2020

ვოლსკი: საარჩევნო თემები ოპოზიციური კლასტერისთვის საინტერესო არაა

მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს თემები [საარჩევნო] არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში. არ არის სინტერესო, ვინაიდან პერსპექტივა არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, კიდევ იქნება დასახელებული არაერთი მიზეზი, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნეს მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ

ამბობს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. ქართული ოცნება უარყოფს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, თუმცა, 15 მაისს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ.

კომენტარები