8 მარტის შეთანხმება

ხაინდრავა რიშზე: Twitter-ზე რომ გვიწერს, ჟორიკა რურუა გაათავისუფლეთო, სადა ვართ საერთოდ?

პრობლემაა და გვტკივა ძალიან და უსამართლობაა რასაც რიში იძახის, სრული უსამართლობაა. ჯერ საერთოდ, რა მიკვირს იცი ყველაზე მეტად - ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, წარმოიდგინეთ, არის ადამიანი, რომელიც მთელი მსოფლიოს ბედს განაგებს დღეს, მისი კომიტეტი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. და ეს ადამიანი ტვიტერზე რომ გიწერს, ჟორიკა რურუას გათავისუფლებას ველოდებიო, ეს რაზე მეტყველებს, იცით? სადა ვართ საერთოდ და ეს მსოფლიო სად არის

რეჟისორი გოგა ხაინდრავა Post Tv-ზე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებებზე.

კომენტარები