საარჩევნო შეთანხმება

ევროპარლამენტარი ბოკსორი: საარჩევნო შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული

იმისთვის, რომ წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს, მათ უნდა მოვთხოვოთ ევროპულ გზაზე დადგომა, რეფორმების, დემოკრატიის, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემის კუთხით, რაშიც იგულისხმება კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა, აღვნიშნო, არის შეთანხმება, რომელიც მმართველ ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმდა. რა თქმა უნდა, ის სრულად უნდა შესრულდეს. ჩვენ მკაფიო უნდა ვიყოთ არჩევნებთან დაკავშირებით - ძალიან მნიშვნელოვანია, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. მე მივესალმები, რომ პარლამენტი გეგმავს ამ ცვლილებას მაშინვე, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. ამიტომ, ამ ნაბიჯს განსაკუთრებით ველოდები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი უნდა იყოს და საქართველომ ეუთოს შენიშვნები გაითვალისწინოს.

ის, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. გვჭირდება, რომ ეს წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯები ორივე პოლიტიკური მხარისგან.

თქვა ევროპარლამენტარმა, უნგრელმა დეპუტატმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილავს.

კომენტარები