პრეზიდენტის შეწყალება

ზურაბიშვილი შეწყალებაზე: რიგითი მოქალაქე რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ გავიგებდი

ჩემს ახლობელს ვეუბენოდი, მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, ალბათ მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია [შეწყალებაზე] ალბათ, ნაწილობრივად მეც ვერ გავიგებდი. ამიტომ, მე არავისგან ველოდებოდი, არც მადლობებს, არც არაფერს... ალბათ, ბევრმა ვერ გაიგო ჩემი გადაწყვეტილება და გაიგებს მომავალში, ზოგიც ვერ გაიგებს.... იცით რა? პრეზიდენტის ადგილი, ზოგს რომ ჰგონია, რომ სავარძელი უნდათ და რაღაც ფუფუნება... პრეზიდენტის ადგილი ეს არის, ასეთ პირობებში, რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და არ ელოდო, რომ საზოგადოებრივი დაფასება ექნება ამ გადაწყვეტილებას. შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება არა. მთავარი ის არის, რომ მე შინაგანად, ჩემი სინდისით ჩავთვალე, რომ საჭირო იყო და თუ კიდევ იქნებოდა გასაკეთებელი, მეორედაც ვიზამდი. 

სალომე ზურაბიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში. 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

კომენტარები