ევროპარლამენტარები საქართველოზე

ევროპარლამენტარი: პრეზიდენტის შეწყალება დადებითი ნაბიჯია დაძაბულობის შესამცირებლად

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პრეზიდენტის მიერ შეწყალება ძალიან დადებითი ნაბიჯია საქართველოში დაძაბულობის შესამცირებლად, რაც ასე საჭიროა და ამ ნაბიჯმა უნდა გაუკვალოს გზა ნაკლებად პოლარიზებულ პოლიტიკურ სცენას. ევროკავშირში ძალიან მომთხოვნები ვართ ქართული ოცნების მიმართ. ახლა დროა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ასევე შეასრულონ დაპირებები ერთგულად და კონსტრუქციული თანამშრომლობით და წინ წაიწიონ საბოლოოდ საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების კუთხით. მეტი ალიბი და მეტი შეყოვნება მიუღებელი იქნება

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი წერს Twitter-ის გვერდზე. ნაჩო სანჩეს ამორი ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა.

კომენტარები