შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

სამადაშვილი: კანონის მოქმედების დრო უფრო მოკლე იქნება, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებთ, ისევე, როგორც ასრულებთ მორჩილად ყველა მითითებას, რასაც გაძლევთ გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ დიდი დღე ამ კანონპროექტს არ უწერია. მერწმუნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უფრო შემაშფოთებელი იქნებოდა, იმიტომ, რომ კანონპროექტის მოქმედების ვადა იქნება ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე. მე მინდა, დღეს ერთი რამ გითხრათ, კიდევ დაფიქრდით კარგად, მითითებებს რომ იღებთ ხოლმე მწვანე და წითელ ვაშლებზე, კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროთ თუ არა. რადგან მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ ყველა თქვენგანს და უმრავლესობას ამ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტში საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. დღეს, 21 მაისს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეძლებს.

კომენტარები