შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

ხუნდაძე: ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და არა სხვა მიზნები

კონკრეტულ ვადას - თვეს და თარიღს - ჩავწერთ კანონში, ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და არა სხვა მიზნები. არავითარ არც გამარჯვებაზე და არც დამარცხებაზე არ არის საუბარი. მით უმეტეს, ეს ნორმა ჩვენ შემოვატინეთ მაშინ, როცა ოპოზიცია დარბაზში უკვე არ იმყოფებოდა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ არა ოპოზიციის სასარგებლოდ ან საზიანოდ, არამედ ვითარების სწორად მართვისათვის. რამეთუ საქმე გვაქვს საშიშ ინფექციასთან, თან იმ პირობებში როდესაც არ არსებობს ანტი-ვირუსული პრეპარატი, არ არსებობს ვაქცინა და ინფექციას აქვს გავრცელების ის მასშტაბური არეალი, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს პანდემიად. ამიტომ ჩვენ პირველი ვალდებულება გვაქვს, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და სხვა უკვე არის შემდეგი. 

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც მთავრობას სხვადასხვა შემზღუდავი ნორმების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეეძლება.

კომენტარები