მელია კობახიძეს: მალე ოპოზიციაში იქნებით და ქვეყანას ყველაზე სვეტი ოპოზიცია ეყოლება

[ხალხი] ხელისუფლებისგან სხვა რამეს ელოდება და არა ამ რაღაც ბავშურ გადაბრალებას და გადმობრალებას, მამაჩემი პოლიციელია, მამათქვენი ვინ არის? მამაჩემი მამათქვენს მოერევა. დამშვიდნენ - მალე თქვენ იქნებით ოპოზიციაში და ქვეყანას ეყოლება ყველაზე სვეტი ოპოზიცია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ასეთი "გოიმური" ოპოზიცია არ ახსენდება.
მოკლე ბმული: