ოთო კახიძე

კახიძე: მასკარადი ქართული ოცნების 8-წლიანი "მოღვაწეობაა"

საქართველოს პრემიერმინისტრმა, რომელმაც არ დაგვვიწყებია, რომ თვალები დათხარა ახალგაზრდებს (მალე 1 წელი ხდება ამ თარიღიდან), პანდემიის დროს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება და ისეთი შეზღუდვები შემოიღო, რომლითაც ეკონომიკა კიდევ უფრო დამუხრუჭდა და უკან წავიდა, მოსახლეობამ მასობრივად დაკარგა სამსახური და სამთავრობო გეგმით რაღაც 200-ლარიან დახმარებას უგდებენ ცინიკურად... კიდევ ბედავს და ოპოზიციას ადანაშულებს პოლიტიკურ მასკარადში. თავიდან ბოლომდე, ქართული ოცნების ხელისუფლების 8-წლიანი "მოღვაწეობა" არის არის მასკარადი და შემოდგომაზე მოქალაქეები წერტილს დაუსვამენ ამ ყველაფერს.

ასე უპასუხა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ გიორგი გახარიას მიერ ოპოზიციის შეფასებას - პრემიერი ოპოზიციის კრიტიკას საპარლამენტო კონტროლის შესუსტებაზე პოლიტიკურ მასკარადს უწოდებს. საქმე კანონპროექტს ეხება, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, გარკვეული უფლებების შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც დააწესოს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისს სრულდება.

კომენტარები