გამყრელიძე: გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა სერიოზულად გადააჭარბა ინფიცირებულთა რიცხვს

დღევანდელი რიცხვით, საქართველოში გამოკვლეულია 45 707 შესაძლო შემთხვევა, აქედან დადასტურებულია  - 723. დღეს დილისთვის აქტიური შემთხვევა, ვინც იმყოფება სტაციონარებში და გადის მკურნალობას - 216-ია, გამოჯანმრთელებულია 495, ანუ 68%-ია გამოჯანმრთელება, რაც კარგი ინდიკატორია.

ჩვენთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სერიოზულად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც ასევე დამაიმედებელი ინდიკატორია.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები