შეზღუდვები საგანგებოს გარეშე

ვოლსკი: ოპონენტები პიროვნულ დაპირისპირებაში გადაყვანას ცდილობენ, ხეპრული განცხადებებიც იყო

ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რატომღაც პიროვნულ დაპირისპირებაში გადაყვანას ამ საკითხის [საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესების] განხილვის, იქ რაღაც ცოტა ხეპრული განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ თუ რაღაც შეთანხმებამდე მივალთ და საზოგადოებისთვის საუკეთესო ვარიანტს მივიღებთ, იქნება კარგი

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი საუბრობს ოპოზიციაზე, რომელიც ეწინააღდეგება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობისთვის რიგი შეზღუდვების განხორციელების უფლების მინიჭებას. ოპონენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომელიც უკვე ორი მოსმენით მიიღო პარლამენტმა, შემაშფოთებელი და არაკონსტიტუციურია

კომენტარები