მიტროპოლიტი ნიკოლოზი: თუ ტყე გადაეცემა მთლიანად ეკლესიას, ეს ნიშნავს, რომ ტყე შენარჩუნდება

ძველი ქართული ლექსი არსებობს ასეთი - ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.

ტყის გადმოცემა ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, სასულიერო პირი, არავინ არ მეგულება ასეთი ბარბაროსი, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს, აღარ იყოს მერე ტყე, ასეთი რამე არ იქნება.

ასე რომ თუ ტყე გადაეცემა მთლიანად ეკლესიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტყე შენარჩუნდება, ექნება ყველას და არც ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს.

პრივილეგია კი არაა, პასუხისმგებლობაა ეს ძალიან დიდი და ძალიან მძიმე დავალება.

წინასაარჩევნოდ თუ ვინმეს ვინმეს გულის მოგება უნდა, რაღაც ისეთი უნდა აჩუქოს, რასაც გამოიყენებს და ტყე რაში უნდა გამოიყენოს, საპატრიარქო დიდი ხანია მიმართავს, რომ ტყე უნდა გაშენდეს საერთოდ და ჩვენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მთავრობა გვპირდებოდა.

ფაქტიურად, დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ, ასე გამოდის

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ახალ კანონზე, რომლის მიხედვითად, საქართველოში არსებულ ყველა ეკლესია-მონასტერს 20 ჰექტარამდე ტყე საკუთრებაში გადაეცემა.
მოკლე ბმული: