პოლიტპატიმრები

წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: რურუა საბაბია, ოპოზიციამ ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა

მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწიეს, რაც სურდათ, რატომ არ უნდა უყარონ კენჭი მათთვისვე სასურველ შედეგებს. ალბათ, უფრო საბაბია [რურუას გათავისუფლება] და ქართულ ენაში ამ ორ სიტყვას[მიზეზსა და საბაბს] შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

საკონსტიტუციო ცვლილებები მათთვის არის საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს ცვლილებები მათ სჭირდებათ და ჩვენ ვაძლევთ ამ ცვლილებებს, რომ მერე არ იყოს სალაპარაკო - ეს ცვლილებები რომ გვქონოდა, მოვიგებდი არჩევნებს, მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი და გარეთ ვყოფილიყავი დავბრუნდებოდი ხელისუფლებაში და ა.შ. მათ ყველაფერი აქვთ. მანამ, სანამ სასამართლო იტყვის თავის სიტყვას, თუ ერთი ბრალდებულის გარეთ გამოსვლაზე ჩამოჰკიდებენ ამ ყველაფერს, ეს იქნება საბაბი და უპასუხისმგებლობა.

ამბობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რუსთავი ორის ერთერში პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებაზე საუბრისას. მას შემდეგ, რაც 15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა, ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ელიან. 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიენა და ის პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები