ტყის კანონი

მიტროპოლიტი ანტონი: ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს ხე სახელმწიფოსი იქნება, თუ ეკლესიის?!

თქვენ იცით, რომ საპატრიარქოს გადმოსცეს ტყე, და ამათი უნიჭო ბრალდება არის ის, რომ სახელმწიფო თურმე ჩვენ, წინასაარჩევნოდ გვყიდულობს. თუ ესენი ლოგიკურნი არიან თავიანთ სიტყვებში, გამოდის, რომ ეკლესიას გარკვეული წონა ჰქონია, რომ შეცვალოს ქვეყნის ბედი და თუ ამაში დარწმუნებულები არიან, რა ურჩევნიათ ამათ - ჩვენთან მტრობა, თუ მეგობრობა?

მე მათ ადგილზე ასე ვიტყოდი - უფ, რა კარგია, ეკლესიას რომ გადასცეს მიწა და ტყე, ეს მაინც შეგვინარჩუნდებაო...

მე მინდა დავსვა კითხვა, ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? 

რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ვინ განკარგავს ტყეს - ეკლესია თუ სახელმწიფო, როდესაც ის თქვენი კუთვნილება არ არის.

თუ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია გაქვთ, რომ სახელმწიფო არ გაყიდის? ეკლესია უცხოელებზე მაინც არ გაასხვისებს...

მე ვუკვირდები და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიაზე ასეთი ორკესტრირებულ შეტევას აკეთებს, რომლებიც დაბეჯითებით იცავენ ლგბტ უფლებებს, მათი გამოსვლების მხარდამჭერები არიან. ლგბტ და მთელი ეს ლიბერალური მოქმედება არის პიროვნების თავისუფლება უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობის გარეშე. ე.ი ლგბტ-ს აქვს ფუნდამენტალური უფლება და უმრავლესობას არ აქვს ფუნდამენტალური უფლება. მე ძალიან მაეჭვებს მათი მოქმედებები...

უკვე ეჭვი მეპარება, ესენი ყველა ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიას უტევენ, ვინც სულდგმულობს ევრო დაფინანსებით. ესენი ყველა სულდგმულობენ ევროდაფინანსებით

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები ამბიონიდან ქადაგებისას. მიტროპოლიტი ქადაგებაში მედიაზე, ოპოზიციაზე და არასამთავრობოებზე საუბრობს. ახალი კანონით, მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში)

კომენტარები