საპატრიარქოს დაფინანსება

მეუფე ანტონი: 25 მილიონს ვიღებთ, თითო კაცზე 59 თეთრი გამოდის, ეკლესია ამაზე მეტს არ აკეთებს?!

ეს ის ხალხია, ყველაფერში რომ ნეგატივს ეძებენ. ეკლესიას მიწა, 25 მილიონი და რომ გააბუქონ ეს 25 მილიონი, მთელი 17 წლის ნამრავლს ამბობენ, სულ ეკლესიამ აიღო 350 მილიონი.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ 25 მილიონს, ის, რომ ეს განათლებას ხმარდება, ნამდვილად უპირობოდ ეგრეა, მაგრამ მოდით, გადავიანგარიშოთ - სამ მილიონ ნახევარი კაცი ცხოვრობს საქართველოში, 25 მილიონი რომ გავყოთ სამ მილიონ ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის, ერთ კაცზე 59 თეთრი გამოდის, ეკლესია ამაზე მეტს არ აკეთებს ქვეყნისათვის?! მაშინ როდესაც ნებისმიერი ტელევიზია, ნებისმიერი უნივერსიტეტი, ინსტიტუტი 140 მილიონს იღებს, 70 მილიონს და გაცილებით მეტს იღებენ.

რას გვაყვედრიან - 59 თეთრს?! ხალხის ფული... 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?! მაგრამ ეს ისე უნდათ წარმოაჩინონ, ოღონდ შეგაზარონ ეკლესია...

მე ვუკვირდები და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიაზე ასეთი ორკესტრირებულ შეტევას აკეთებს, რომლებიც დაბეჯითებით იცავენ ლგბტ უფლებებს, მათი გამოსვლების მხარდამჭერები არიან. ლგბტ და მთელი ეს ლიბერალური მოქმედება ეს არის პიროვნების თავისუფლება უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობის გარეშე. ე.ი ლგბტ-ს აქვს ფუნდამენტალური უფლება და უმრავლესობას არ აქვს ფუნდამენტალური უფლება. მე ძალიან მაეჭვებს მათი მოქმედებები...

უკვე ეჭვი მეპარება, ესენი ყველა ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიას უტევენ, ვინც სულდგმულობს ევროდაფინანსებით. ესენი ყველა სულდგმულობენ ევროდაფინანსებით

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები ამბიონიდან ქადაგებისას. მიტროპოლიტი ქადაგებაში მედიაზე, ოპოზიციაზე და არასამთავრობოებზე საუბრობს.

კომენტარები