ზურაბიშვილის მიმართვა

პრეზიდენტი: დღეს, როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია. საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით.

ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით, გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი, ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება.

​დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს უდაოდ, ჩვენი, ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ...

26 მაისი ერთიანობითა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა.

ამ ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება.ამ რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას.

 

სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალებს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მიმართა.

კომენტარები