ჰარცელი: ევროკავშირი ამაყია ამ დღეს საქართველოს გვერდზე დგომით

მსურს გულთბილად მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ევროკავშირი ამაყია ამ დღეს საქართველოს გვერდზე დგომით, რადგან ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

დღეს ჩვენ პირველი რესპუბლიკის დაბადებას აღვნიშნავთ, რომელიც ევროპის ერებმა 100-ზე მეტი წლის წინ აღიარეს. ეს დამოუკიდებლობა მოკლეხნიანი იყო, მაგრამ ქართველმა საოცარი ნაბიჯები გადადგა იმ სამი წლის განმავლობაში. მიზანდასახულმა, აქტიურმა პოლიტიკურმა კლასმა პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, დემოკრატიასა და თანასწორობაზე დაფუძნებული, რომელმაც, მრავალი კუთხით გაუსწრო იმ დროს. საბჭოთა ძალამ ბოლო მოუღო მის არსებობას, მაგრამ, შემდგომი 70 წლის განმავლობაშიც დამოუკიდებლობის იდეა კვლავ ცოცხლობდა საქართველოში.

საკუთარი ქვეყნის ისტორიის გახსენება და იმის შეხსენება, რომ ხშირად თავისუფლება საფასურის სანაცვლოდ მოდის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმ ახალი თაობისთვის, რომელმაც არ იცის რას ნიშნავს ცხოვრობდე არადამოუკიდებელ საქართველოში. წარსული მიღწევები დიდ ძალას აძლევს საქართველოს სახელმწიფოს კონსოლიდაციის და მოდერნიზების გზაზე, რომელსაც იგი ადგას და ევროპაში კუთვნილ ადგილს იბრუნებს.
 
საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, ამიტომაც ჩვენს მეგობრობას მყარი საფუძველი აქვს, რითაც ვუმკლავდებით საერთო გამოწვევებს. ამჟამინდელ რთულ დროს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, აჩვენეს, თუ რას ნიშნავს ეს მეგობრობა.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, დამოუკიდებლოის დღესათან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები