გახარია პარლამენტში

გახარია: ყველა ინფიცირებულს სტაციონარში ვუმკურნალეთ, ეს ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს

საქართველოში არ ყოფილა არცერთი ადამიანი, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული, ან არსებობდა ეჭვი და არ მიუღია სტაციონარული მკურნალობა. ბევრმა ჩვენზე უფრო ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო - ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ისე ემკურნალათ. ამან რა შედეგები გამოიღო, ყველამ კარგად ვნახეთ. ჩვენი შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ეს ერთობლივი მუშაობა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროში იყო შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომლითაც კლინიკებს ეტაპობრივად რთავდა ვირუსთან ბრძოლაში. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ იყო აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მართა. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი ადამიანი, რომელმაც ვერ ან არ მიიღო სტაციონალური მკურნალობა.

გიორგი გახარიამ პარლამენტში ახალი კორონავირუსის მართვის ანგარიში წარადგინა.

კომენტარები