შეზღუდვების მოხსნა

ბოკერია: მთავრობა ჩვენს საქმიან წინადადებებს სწრაფად თუ მოუსმენს, ყველასთვის უკეთესი იქნება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება და ეკონომიკის რეალური გახსნა დაიწყება. ევროპული საქართველო იყო პირველი, ვინც ეს მწვავე საკითხი დასვა, კონკრეტული გათვლებით. ივანიშვილის მთავრობამ, როგორც ჩვევია დააგვიანა, მაგრამ ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ - სჯობს გვიან, ვიდრე, კიდევ უფრო გვიან". სხვა დროს ჩვენს საქმიან წინადადებებს უფრო სწრაფად თუ მოუსმენენ ხოლმე, ყველასთვის უკეთესი იქნება.  

ახლა შემდეგი საკითხებია - გადასახადების დაწევა ყველასთვის, ყველა მოქალაქისთვის და ყველა მეწარმისთვის და საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულის ამ გაჭირვების დროს დაბრუნება. ნუღარ გაწელავენ ამ გონივრულ გადაწყვეტილებებს ან სიჯიუტის, ან იმის გამო, რომ ოპოზიციამ მოუწოდა და დროზე გადადგან ნაბიჯები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ამ მძიმე მდგომარეობას გაუადვილებს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია შეზღუდვების მოხსნის შესახებ.დღეს ცნობილ გახდა, რომ მომავალი ორი კვივის განმავლობაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნება ღია მაღაზიები და მოლები , ასევე რესტორნები და სასტუმროები. ამ და სხვა შეზღუდვების მოხსნისკენ ევროპული საქართველო დიდი ხანია მოუწოდებთ მთავრობას.

კომენტარები