გახარია პარლამენტში

ბოკუჩავა გახარიას: როგორც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ

გასაგებია, რომ დღეს პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებსაც ვერ იღებენ. თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თვენი მე- TikTok-ე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი. გიორგი გახარია არის ქართული ოცნების მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ბატონო გახარია, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადა პრემიერიმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის მართვის ანგარიში წარადგინა.

კომენტარები