კორონავირუსი და ეკონომიკა

გახარია: სუფთა სახლის ზიანი მე რატომ უნდა დავთვალო? თვითონ დათვალონ და თუ უნდათ, მიჩივლონ

ისეთი კამპანია აიწია ამ სუფთა სახლზე, რომ რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა... მე რატომ უნდა დავთვალო სუფთა სახლის ზიანი? სუფთა სახლს დამფუძნებლები ჰყავს, დირექტორი ჰყავს და ფინანსური დირექტორიც ჰყავს. იმათმა დათვალონ და თუ უნდათ, მერე მიჩივლონ კიდევ... სახელმწიფოს... 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში, სუფთა სახლის დროებით დახურვაზე. მან ევროპული საქართველოს დეპუტატს, სერგი კაპანაძეს უპასუხა, რომელმაც ჰკითხა, თუ დათვალა მთავრობამ იმ კომპანიების ზიანი, რომელიც დახურეს მაშინ, როცა მათ კონკურენტებს მუშაობის უფლება მისცეს.

კომენტარები