კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ჩვენზეა დამოკიდებული, II ტალღის დროს მსგავსი შეზღუდვების დაწესება დაგვჭირდება თუ არა

ჩვენზეა დამოკიდებული, მეორე ტალღის პირობებში მსგავსი შეზღუდვების დაწესება დაგვჭირდება თუ არა. გულწრფელად გეუბნებით.

როგორ გავივლით ახლა ამ ადაპტაციის პერიოდს, შეჩერების და ადაპტაციის პერიოდს, დაახლოებით 70% ამაზეა დამოკიდებული.

თუ ვისწავლით პირბადის ტარებას და სოციალურ დისტანციას, ნაკლები რისკია, თუ არ ვისწავლით და პირბადის გარეშე შევალთ მეტროში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რა თქმა უნდა, რისკები გაიზრდება

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები