საქართველოს პარლამენტი

გახარია: რაც მე ამ და ქუთაისის პარლამენტში მომითმენია, უმძიმეს პირობებშიც მოვსულვარ

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, მართლა, გულწრფელად გეუბნებით, რომ პატივს ვცემ. რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუხისმგებლიანად მოვსულვარ, ვთვლი, რომ ეს არის პროცესი. ყოფილა შემთხვევები, რომ უმძიმეს პირობებშიც მოვსულვარ, არამხოლოდ პასუხის გასაცემად, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია, ზოგჯერმ ამ შენობის დაცვაც მომწევია შტურმებისგან.

პარლამენტის წინაშე წარდგომას, ან საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისი აღსრულება მოხდეს.

კანონი არ დამირღვევია და ამიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ 29-ში კიდევ რაღაც ღონისძიება მაქვს და ერთ თვეში კიდევ უნდა მოვიდე. არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვიცი, პატივს ვცემ, ვაფასებ

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგი წერეთლის კითხვაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პრემიერი პარლამენტში არ მისულა.

კომენტარები